ზარის შეკვეთა

ჩვენ შესახებ

საქართველოს ტურისტულ მარშრუტებზე მოგზაურობა დიდი პოპულარობით სარგებლობს დამსვენებლებში. ქართული კულტურის თვითმყოფადობა, ნაკრძალი ტყეებისა და პარკების სილამაზე, ისტორიული  ადგილები და ბუნებრივი მინერალური წყაროები არავის დატოვებს გულგრილს და ყოველთვის მიიქცევს სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩამოსული ტურისტების ყურადღებას. თუმცა, მოგზაურობის განსხვავებული მეთოდები სხვადასხვა ემოციებს იწვევს. ტურისტული სააგენტოს მიერ დადგენილი მარშრუტით მგზავრობამ და მუდმივად თქვენს გვერდით მყოფი “უცხო ხალხის“  შეგრძნებამ შეიძლება მნიშვნელოვნად დააქვეითოს სიამოვნებისა და სრულფასოვანი დასვენების შეგრძნება.

ამიტომაც, ღირსშესანიშნავი ადგილებისკენ მოსახერხებელი, კომფორტული და ახალი ავტომობილით, ახლობელი ადამიანების გარემოცვაში მგზავრობა სულ უფრო პოპულარული და მოთხოვნადი ხდება.   

ავტომობილი საქართველოში ტურისტული მოგზაურობისთვის

ჩვენი კომპანია სწორედ მათთვისაა განკუთვნილი, ვისაც პირადი მარშრუტით  მოგზაურობა გადაუწყვიტავს  საქართველოს ულამაზესი ადგილებისა და ღირსშესანიშნაობების მოსანახულებლად, რათა მოგზაურობით გამოწვეული სიამოვნება ტურისტული სააგენტოს პირობებით აღარ იყოს შებოჭილი. ჩვენ გთავაზობთ, ისარგებლოთ ჩვენი შემოთავაზებით. ჩვენი კომპანია გთავაზობთ სრულიად ახალ და კომფორტულ ავტომობილებს ქირით სამ სხვადასხვა ქვეყანაში - საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში - სამოგზაუროდ.

ჩვენი მუშაობისა და ხარისხიანი მომსახურების პრიორიტეტულ მახასიათებლებს შორის შემდეგი პუნქტები უნდა აღინიშნოს:  

  • ყველა ავტომობილი ახალია - 2017 წლის შემდეგ არის გამოშვებული და შესანიშნავ ტექნიკურ მდგომარეობაშია;

  • ჩვენ ვქმნით ყველაზე მოსახერხებელ პირობებს ჩვენი კლიენტებისთვის. ავტომობილის მიღება შეიძლება როგორც ჩვენს ოფისებში, ასევე, საქართველოს ნებისმიერ წერტილში;

  • ქირის საფასურში შედის ულიმიტო გარბენი;

  • გზაზე ყველა რისკები დაზღვეულია;

ქირის ღირებულება და პირობები აკმაყოფილებს ტურისტების აბსოლუტურ უმრავლესობას;

ტევადი სატვირთო განყოფილება, სალონი და კონდიციონერი სრულფასოვანი დასვენების საშუალებას მოგცემთ.

ამა თუ იმ საკითხების დასაზუსტებლად, კონსულტაციის მისაღებად ან განაცხადის გაფორმებაში დასახმარებლად დაუკავშირდით ჩვენს კონსულტანტებს უფასო სატელეფონო ზარით ან ონლაინ-ფორმის მეშვეობით საიტზე. ჩვენ მოხარული ვიქნებით ვუპასუხოთ თქვენს შეკითხვებს.